SPINECOR -სქოლიოზის სამკურნალო კორსეტები ბრიტანელი სპეციალისტებისგან
თუ კონსერვატიული მკურნალობის ფონზე სქოლიოზი მაინც პროგრესირებს, გარკვეულ ეტაპზე გარდაუვლად დგება პაციენტისთვის კორსეტის მორგების აუცილობლობა. ეს არც თუ კომფორტული, თუმცა აუცილებებლი ეტაპია და ერთადერთი გზაა ოპერაციული ჩარევის თავიდან ასაცილებლად. 
ხერხემლის კორსეტირების  მიმართულებით ჩვენ ვთანამშრომლობთ ბრიტანულ კომპანია სპაინკორთან (SpineCor).  იგი ლიდერია ხერხემალთან დაკავშირებული დარღვევების მკურნალობის სფეროში, რაც უმაღლესი სტანდარტის სერვისის გარანტიას იძლევა. ამით ფონდი ცდილობს უპასუხოს ხერხემლის ორთეზირების დარგში საქართველოში არსებულ კომპეტენციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. 
ჩვენების მიხედვით სპაინკორი გვთავაზობს რბილ (ე.წ. დინამიურ) ან მყარ (CMP brace) კორსეტს.
ზოგადი ინფორმაცია ხერხემლის ორთეზის ტიპების შესახებ