ინდივიდუალური მორგების CMP მყარი კორსეტი სპაინკორისგან

CMP კორსეტით მკურნალობა ჩვეულებრივ მიზანშეწონილია 20°-დან 45°-მდე გამრუდების მქონე მოზარდებში. ზედა ზღვარი შეიძლება ვარირებდეს მრუდის მოქნილობისა და ბავშვის ასაკის მიხედვით და ზოგ შემთხვევაში შესაძლოა 45°-ზე მეტი გამრუდების კუთხის შემთხვევაშიც განიხილებოდეს.
მყარი ან დინამიური კორსეტის შერჩევისას ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპი შეიძ₾ება შემდეგნაირად განისაზღვროს: მყარ კორსეტს უპირატესობა ენიჭება იმ შემთხვევებში, როდესაც გამრუდების სტრუქტურული კომპოენენტი ჭარბობს ნეირო-კუნთოვან განმსაზღვრელს და პირიქით უფრო მოქნილი მრუდის შემთვევაში ინიშნება დინამიური კორსეტი.
ამა თუ იმ კორსეტის დანიშვნის ჩვენება ეფუძნება სამ ფაქტორს – ასაკი, რისერის ინდექსი და გამრუდების კუთხე.
კორსეტის მოქმედების ფოკუსია:
– ხერხემლის ბალანსის ნორმალიზაცია, როგორც საგიტალურ, ისე კორონარულ სიბრტყეში,
– ხერხემლის მაქსიმალური დეროტაცია
– გამრუდების კუთხის მაქსიმალურად გახსნა
სხვადასხვა კვლევების მიხედვით გამრუდების კორექცია CMP კორსეტით მკურნალობისას მიიღწევა საშუალოდ 63%, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სხვა ტიპის მყარი კორსეტების შესაბამის მაჩვენებელს (48%).