Previous
Next
  • ტერფის აკომოდაციური ორთეზი

ტერფის აკომოდაციური ორთეზი გამოიყენება ტერფის საყრდენ ზედაპირზე არსებულ მტკივნეულ და დაზიანებულ არეებზე სხეულის ზეწოლის დატვირთვის შესამცირებლად, აგრეთვე ტერფის დარღვეული ფუნქციის კორექციისათვის. იგი მზადდება რბილი მასალისაგან, როგორიცაა ტყავი, კორპი, რეზინი და ა.შ.
უხშირესად გამოიყენება ისეთი მდგომარეობებისას, როგორიცაა:

  • მეტატარზალგია გაიგე მეტი (+)
  • ბრტყელტერფიანობა (+)
  • დიაბეტური ტერფი (+)
  • ქუსლის “დეზი” (+)
  • ტერფმრუდობის მსუბუქი ფორმა (+)
  • ქვედა კიდურის შეძენილი/თანდაყოლილი სიმოკლე (+)

და სხვ.

  • ტერფის ფუნქციური ორთეზი

ტერფის ფუნქციონალური ორთეზი წარმოადგენს მოწყობილობას რომელიც იმეორებს ტერფის თაღის კონტურს და აღადგენს ტერფის ნორმალურ მოძრაობას ან ფორმას. აგრეთვე იგი გამოიყენება ტერფის და ქვედა კიდურის დარღვეული მოძრაობის კორექციისათვის, ტერფის მტკივნეული არეების განტვირთვისათვის, მოძრაობის შეზღუდვისათვის ტერფის მტკივნეულ სახსრებში.

გამოიყენება ტერფის ვარუსული ან ვალგუსური დეფორმაციისას, ბრტყელტერფიანობის და ტერფმრუდობის საშუალო და მძიმე ხარისხის დეფორმაციისას და სხვ. მზადდება ტერფის ანაბეჭდის ნეგატივისაგან.

  • კოჭ-ტერფის, იგივე სუპრამალეოლარული ორთეზი (SMO) არის დაბალი პროფილის ორთეზი, რომელიც მოიცავს ტერფსა და კოჭის სახსარს. იგი აფიქსირებს ტერფს, არ ზღუდავს სახსრის მოხრა-გაშლას, თუმცა აფიქსირებს მას ფრონტალურ სიბრტყეში. 

    ჩვენებები:
    ჭარბ პრონაცია და/ან სუპინაციასთან დაკავშირებული მდგომარეობები; 
    ტერფის ჭარბი ან დუნე კუნოვანი ტონუსი; ტერფის დეფორმაცია; ბრტყელტერფიანობის ზოგიერთი შემთხვევა, ტერფისა და კოჭის სახსრის არასტაბილურობა და სხვა.. 

AFO ნაჩვენებია სხვადასხვა პათოლოგიის დროს, როგორიცაა: ჰემიპარეზი, ცერებრალური დამბლა, სპინა ბიფიდა, გაფანტული სკლეროზი, პარაპლეგია, პოლიომიელიტი, ტერფმრუდობის და ბრტყელტერფიანობის მძიმე ფორმები, ტერფზე ტროფიული წყლულები და ტერფის და კოჭ-წვივის სხვადასხვა დეფორმაციები. მისი
ფუნქციიდან გამომდინარე, განასხვავებენ AFO-ს შემდეგ სახეობებს:

  • რიგიდული AFO

გამოიყენება კოჭ-წვივის და ტერფის მყარი ფიქსაციისათვის, მოზრდილი ასაკისა და მძიმე წონის პაციენტებზე. დამატებითი მდგრადობისთვის უკეთდება გამამგრებელი ღარები.

  • დინამიური AFO

კეთდება ბავშვებზე დუნე და სპასტიური დამბლების, ტერფმრუდობის და ბრტყელტერფიანობის მძიმე ფორმების დროს. განასხვავებენ ე. წ. ღამის ორთეზს _ სრული, გვერდითი კედლებით გამაგრებული, ტერფით და სასიარულო (დღის) ორთეზს სრული ტერფით გამამაგრებელი კედლების გარეშე, ასევე ტერფის 2/3 _ ით.
კოჭ-წვივის კუთხე იანგარიშება ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლის და მუხლის სახსრის გაშლის მდგომარეობის გათვალისწინებით.

  • GRAFO – ground Reaction AFO – ზედაპირის რეაქციის AFO

გამოიყენება ქვედა კიდურების არასტაბილურობის შემთხვევაში, კიდურების დგომის ხაზის გასასწორებლად და მათი მოძრაობის საკონტროლოდ. ხშირად იყენებენ ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებში კრაუჩის სიარულის თავიდან ასაცილებლად, რაც მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა. კრაუჩის სიარული ხასიათდება დგომის ფაზაში მუხლის არასრული გაშლით, რაც გაცილებით მეტ ენერგიას ითხოვს სიარულისას და შეიძლება მოიწვიოს მუხლის ქრონიკული მტკივნეულობა და სახსრის დეგენერაცია. გრაფო-ს სხვა ჩვენებებია:

* ზრდასრულთა შეძენილი ბრტყელტერფები
* უკანა წვივის მყესის დისფუნქცია
* აქილევსის ტენდონიტი
* ოსტეოართრიტი
* სპინა ბიფიდა
* თავისა დაზურგის ტვინის დაზიანებები
* პოლიომიელიტის შემდგომი დამბლა

  • წვივ-ტერფის განმტვირთავი PTB-AFO 

– გამოიყენება წვივის პოსტტრავმული მდგომარეობებისთვის.

იხილეთ AFO-ს ნიმუშები

მუხლის ორთეზი (KO)

მუხლის დამჭერი (საფიქსაციო) ორთეზი სახსარში მოძრაობის შეზღუდვით ან ჩაკეტვით.

მუხლის ფუნქციონალური ორთეზი (სტაბილურობისათვის, კორექციისათთვის, დეფორმაციის თავიდან ასაცილებლად ან გაუარესების პრევენციისათვის, მექანიკური სახსრით).

მუხლ-კოჭ-წვივ-ტერფის ორთეზი (KAFO)

უხშირესად გამოიყენება სპინა ბიფიდა-თი, ცერებრალური დამბლით, პარაპლეგიით, პოლიომიელიტით, პოსტრავმული ან ნეირომუსკულარული დისტროფიით გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ, ტერფმრუდობის სამკურნალოდ 5-6 წლამდე ასაკში. მუხლის მექანიკური სახსრის სხვადასხვა სისტემების გამოყენება განპირობებულია არსებულ ორთოპედიულ დარღვევაზე – შეიძლება იყოს გახსნილი სახსარი სტაბილური მუხლისას ან ჩამკეტით მუხლის კონტროლისათვის. ქვედა კიდურის განტვირთვისათვის KAFO კეთდება საყრდენით საჯდომ ძვალზე.

HKAFO შედგება სხეულის სექციისაგან, რომელიც უერთდება KAFO-ს ორივე მენჯ-ბარძაყის სახსრის გარეთა ზედაპირიდან მექანიკური სახსრით. ჩვეულებრივ აღნიშნული სახსარი არის ჩამკეტით, თუმცა ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ჩამკეტის გარეშეც. სანამ პაციენტი ფიქსირებულია ორთეზით, მას შეუძლია იაროს `მანეჟით` ან წინამხრის ყავარჯნებით. შესაძლებელია დამზადდეს მთლიანად პოლიპროპილენისაგან ან მეტალური კარკასის გამოყენებით. HKAFO ნაჩვენებია ტრავმული და პოლიომიელიტის შემდგომი დუნე დამბლების დროს, ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობისას, ცერებრალური დამბლის და სპინა ბიფიდა-ს დროს.