სპაინკორი

სქოლიოზის მკურნალობის დინამიური მეთოდი ბრიტანელი სპეციალისტებისგან

სპაინკორის დინამიური კორსეტი წარმოადგენს სპეციალური ქსოვილით დამზადებული ღვედების სისტემას. კორსეტი შედგება 4 ელასტიური, მაკორეგირებელი ქამრისგან და გულმკერდის და მენჯის რბილი კომპონენტებისგან.

SpineCor მკურნალობის დინამიური მეთოდი, მოწოდებულია ხერხემლის 15 – 50 ° გამრუდებების საკორექციოდ ბავშვებში  5 წლის ასაკიდან და მოზრდილებში. (პროგრესირების მაღალი რისკის არსებობისას კორსეტის გამოყენება რეკომენდებულია 15°< გამრუდების დროსაც)

მკურნალობისთვის კორსეტი იყენებს მაკორეგირებელ მოძრაობებს, რაც სპეციფიურია გამრუდების ყველა ტიპისთვის. კორსეტის ქამრები დინამიური ძალის ზემოქმედებით ინარჩუნებს და აუმჯობესებს მაკორეგირებელ მოძრაობებს, შედეგად აღადგენს დარღვეულ პოსტურას. იგი ცვლის ხერხემალზე მოქმედ ძალებს – ახდენს დისტრაქციის ძალის ზემოქმედებას იმ რეგიონზე, სადაც მანამდე მოქმედებდა კომპრესიის ძალა, შედეგად დინამიურად გახსნის სკოლოზის მრუდს, რაც დადებით ეფექტს ახდენს ხერხემლის შეცვლილ დატვირთვაზე და აუმჯობესებს სხეულის ბალანსს კორონარულ სიბრტყეში.

კორსეტის გარკვეული დროით ტარების შემდეგ მაკორეგირებელი მოძრაობები ინტეგრირდება ნეირო-მუსკულარულ სისტემაში, ამიტომ იგი შეიძლება განვიხილოთ არა მარტო, როგორც კორსეტი, არამედ სწორი ტანდეგობის ხელახლა დასწავლის ინსტრუმენტი. ის უზრუნველყოფს დღის განმავლობაში მაკორეგირებელი, პოსტურალური ვარჯიშის მრავალჯერ შესრულებას, შედეგად პოზიტიურ გავლენას ახდენს სქოლიოზის კუნთოვან, ნერვულ და ჩოჩხოვან ელემენტებზე ერთდროულად.

კორსეტით მკურნალობა მოიცავს 5 მთავარ საფეხურს :

  1. კლინიკური შეფასება და მრუდის ტიპის განსაზღვრა Spinecor -ის კლასიფიკაციის მიხედვით
  2. კორსეტის შესაბამისი ტიპის შერჩევა და შეკვეთა
  3. კორსეტის მორგება
  4. კლინიკური შეფასებისა და კონტროლის (მათ შორის რადიოლოგიური) ვიზიტები წინასწარ შემუშავებული კლინიკური გეგმის მიხედვით (მინიმუმ 18 თვე)
  5. კორსეტის მოხსნა სპაინკორ პროტოკოლის მიხედვით

მოზარდთა იდიოპათიური სკოლოზის დროს რეკომენდებულია დღე-ღამის განმავლობაში კორსეტის 20 საათის განმავლობაში ტარება. რეკომენდებულია კორსეტთან ერთად პაციენტმა ივარჯიშოს SpineCor-ის მიერ მოწოდებული სპეციალური ვარჯიშის პროგრამით.

მეთოდის ძირითადი უპირატესობაა, რომ მყარი კორსეტისგან განსხვავებით, დინამიური კორსეტი არ ზღუდავს ბავშვის ბუნებრივ განვითარებასა და მოტორიკას, არ იწვევს კუნთების ატროფიას და პირიქით, იგი ააქტიურებს კუნთების სამიზნე ჯგუფს.

ბავშვებსა და მოზარდებში SpineCor-ით მკურნალობის უპირატესობებია:

  • გრძელვადიანი კორექცია /სტაბილიზაცია დაახლოებით შემთხვევათა 59% ში.
  • ოპერაციული მკურნალობის პრევენცია დაახლოებით შემთხვევათა 77% -ში
  • მოზარდს შეუძლია უკეთ იყოს ჩართული ნორმალური ცხოვრების რიტმში.
  • ტანსაცმლის ქვეშ ტარება კომფორტულია (შეუმჩნეველია).
  • მოზარდის მხრიდან კორსეტის მიმღებლობა მკურნალობის უკეთეს შედეგს განაპირობებს
  • ნაჩვენებია კორსეტი ასევე მოზრდილთა ასაკში, ამცირებს ტკივილს , უზრუნველყოფს ტანდეგობის გაუმჯობესებას და ხერხემლის დეფორმაციის პროგრესირების პრევენციას.

უკვე 4 წელია, რაც სპაინკორის ოჯახს შევუერთდით . შედეგები პოზიტიურია და სრულ თანხვედრაშია ამ მეთოდის გამოყენების გლობალურ სტატისტიკასთან. თითქმის ყველა პაციენტთან გაუმჯობესდა ტანდეგობა, როგორც კლინიკურად ისე რენტგენოლოგიურად. სტატისტიკა ცხადყოფს,რომ დინამიური კორსეტით მკურნალობისას ქირურგიული ჩარევის თავიდან აცილების  შანსი მნიშვნელოვნად იზრდება ისევე,როგორც გამრუდების სტაბილური კორექციის შესაძლებლობა. ზოგ შემთხვევაში გამოვლინდა პირველადი გამრუდების კუთხის განგრძობითი შემცირება კორსეტის მოხსნის შემდეგაც, რაც ცხადყოფს ნეირო-კუნთოვანი კომპონენტის მონაწილებას კორექციის პროცესში.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სპაინკორის ვებ გვერდს: https://www.spinecor.com/  ქართული კატალოგი იხილეთ აქ: Brochure