სახელმწიფო დაფინანსება

პროთეზირება – ორთეზირება ქვედა და ზედა კიდურების სხვადასხვა დონის ამპუტაციებისა თუ ფუნქციური დარღვევების დროს, ასევე ხერხემლის კორსეტების დამზადება სხვადასხვა დაზიანებების, მათ შორის ხერხემლის სქოლიოზით გამწვეული დარღვევების დროს ფინანსდება შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. პაციენტზე გაიცემა ვაუჩერი, რომელიც გულისხმობს დაფინანსების გარკვეულ ოდენობას მომსახურების სახეობის შესაბამისად. დაფინანსებისთვის პაციენტმა განხადებით უნდა მიმართოს სოციალური ზრუნვის სააგენტოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) პროთეზის საჭიროების შემთხვევაში – შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (გარდა საპენსიო ასაკის პირისა): ბ.ა) იმ შემთხვევაში, თუ შშმ პირს აღნიშნული სტატუსი მუდმივად გადამოწმების გარეშე დადგენილი აქვს გასულ წლებში (გარდა მიმდინარე წლისა) და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტში – ფორმა №IV-50/2-ში არსებული ჩანაწერი დიაგნოზისა და დამხმარე საშუალების საჭიროების დასაბუთების შესახებ არ არის საკმარისი, ამ კომპონენტით განსაზღვრული დამხმარე საშუალების მისაღებად, აღნიშნული ფორმის ნაცვლად შესაძლებელია, წარმოდგენილ იქნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), გაცემული კიდურის ამპუტაციის შემდგომ პერიოდში ნებისმიერ დროს და რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი დიაგნოზი და პროთეზის საჭიროება; ბ.ბ) პროთეზის განმეორებით მოთხოვნისას, იმ შემთხვევაში, თუ პირზე უკვე გაცემული პროთეზის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირებული იქნება ზრუნვის სააგენტოს შესაბამის მონაცემთა ბაზაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) წარდგენა საჭირო არ არის. გ) ნებისმიერი დონის ორთეზის საჭირობის შემთხვევაში – ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი დიაგნოზი და ორთეზის საჭიროება; ე) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს: ე.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი; ე.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი; ე.გ) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში.