ხერხემლის ორთეზის ტიპების მიმოხილვა

ზოგადად მოზარდთა იდიოპათიური სქოლიოზის კონსერვატიული მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა დაფუძნებულია  გამრუდების კუთხის (კობის კუთხის ) ზომაზე .  თუმცა მკურნალობა რა თქმა უნდა ინდივიდუალურია და  დამოკიდებუალი  ჩონჩხის სიმწიფეზე, გამრუდების პროგრესირების სისწრაფეზე , და სხვა. თუ კობის კუთხე

  • 20 გრადუსზე ნაკლებია – დაკვირვება
  • 25-45 გრადუსამდე – ორთეზი
  • 45 გრადუსზე მეტია -ოპერაციული მკურნალობა.

სქოლიოზის კონსერვატიული მკურნალობის მიზანია: მრუდის პროგრესირების შეჩერება, გამრუდების კუთხის შესაძლო შემცირება, ოპერაციული მკურნალობის საჭიროების არიდება, სუნთქვის ფუნქციის გაუმჯობესება, ტკივილის არსებობის შემთხვევაში მისი შემცირება, სხეულის ტანდეგობის ესთეტიური გაუმჯობესება.

ჩვენების შესაბამისად მყარი ორთეზის (კორსეტის) კომბინაცია სპეციფიურ ფიზიოთერაპიასთან მიღებულია, როგორც სტანდარტული მკურნალობის მეთოდი (საერთაშორისო გაიდლაინით).

ხერხემლის ორთეზის  სხვადასხვა ტიპი არსებობს  და მათი ტარების რეჟიმიც განსხვავებულია

  • ღამის რიგიდული ორთეზი – ძირითადად ღამით მორგებისთვის 8-12 სთ.
  • რბილი კორსეტი, უხშირესად გამოიყენება Spine Cor -ის დინამიური  კორსეტი. მორგება 20 სთ. დღე-ღამის განმავლობაში
  • რიგიდული ორთეზის 12-20 სთ მორგება დღე- ღამის  განმავლობაში
  • რიგიდული ორთეზის 20-24 სთ.  მორგება დღე-ღამის განმავლობაში   

რიგიდული TLSO ორთეზები:

ხერხემლის რიგიდული ორთეზები მზადდება ინდივიდუალურად თერმოპლასტიური მასალისგან  ტრადიციული თაბაშირის ყალიბით, ასევე კომპიუტერული (CAD-CAM) სისტემით. ძირითადად გამოიყენება TLSO ორთეზები, ისინი სამწერტილოვანი ზეწოლის სისტემის ზემოქმედებით ახდენენ ხერხემლის სტაბილიზაციას და შესაძლო  კორექციას.

TLSO ორთეზებია: ბოსტონის, შენოს და სხვ.

ბოსტონის (Boston ) რიგიდული ორთეზი   გახსნილია ზურგის მხარეს. შიგნით ემატება  ბალიშები მრუდის მწვერვალზე ზეწოლისთვის, ასევე  როტაციის კონტროლისთვის. ჩვენებაა: გულმკერდის ან გულმკერდ-წელის იდიოპათიური სქოლიოზი, მოუმწიფებელი ჩოჩხი,  კობის კუთხე 25-45 გრადუსი და მრუდის  მწვერვალი T8 და ქვედა დონე. რეკომენდებულია მორგება 20-23 სთ.

შენოს (Cheneau)  ტიპის რიგიდული ორთეზი. გახსნილია სხეულის წინა ზედაპირზე, მას აქვს ზეწოლის ბალიშები, რომლებიც უზრუნველყოფს სხეულზე ზეწოლას როგორც მრუდის საპირისპირო მიმართულებით ფრონტალურ სიბრტყეში,  ასევე ნეკნოვან კუზზე  , მრუდის მოპირდაპირე მხარეს აქვს ჭრილები –  მრუდის ჩასწორებისთვის ამ ღია ადგილების  მიმართულებით . კორსეტთან ერთად ხშირად ინიშნება ფიზიკური თერაპია შროტის (Schroth) მეთოდით , რაც გულისხმობს ნერვ-კუნთოვან რეტრეინინგს და  და სუნთქვითი ფუნქციის სტიმულირებას . ჩვენება იგივეა როგორიც ბოსტონის  ორთეზის  შემთხვევაში. რეკომენდებულია მორგება 20-23 სთ.

მილოუკის ( Milwaukee) რიგიდული ორთეზი არის აქტიური მაკორეგირებელი ხერხემლის ორთეზი CTLSO . შედგება კისრის წრიული სექციისგან,   რომელიც მეტალის ღეროებით დაკავშირებულია მენჯის სექციასთან ,  მეტალის ღეროებზე   ემაგრება ქამარი – ბალიშით  მრუდზე ზეწოლისთვის , კორსეტის ზედა და ქვედა სეგმენტებს შორის ხდება სათანადოდ ხერხემლის დაჭერა და ჩასწორება,  განსაკუთრებით ეფექტურია პაციენტებისთვის რომელთაც აღენიშნებათ გამრუდება  გულმკერდის ზედა ნაწილში –  მრუდის მწვერვალი T 7 და ზედა დონე. მორგება 20-23 სთ. დღე-ღამის განმავლობაში . დღეისათვის მილოუკის ორთეზი ნაკლებად გამოიყენება.

ღამის რიგიდული  ორთეზი:

პროვიდენსის (Providence) ორთეზი. მოქმედებს სამწერტილოვანი ზეწოლის მექანიზმით, მიზანია მრუდის მწვერვალზე ზეწოლით ხერხემლის  შუა ხაზის მიმართულებით გადანაცვლება, ასევე ასრულებს როტაციის კონტროლს. ინიშნება მოზარდთა  გულმკერდ-წელის და წელის სქოლიოზების დროს, მრუდის მწვერვალი T9  და ქვედა დონე. კობის კუთხე ნაკლები 35 გრადუსზე, შედარებით დაბალი პროგრესირების რისკი.

რიგიდული ორთეზით მკურნალობა მოზარდთა იდიოპათიური სქოლიოზის დროს გრძელდება  ჩონჩხის მომწიფებამდე. კვლევებით დადგენილია რომ პაციენტები  რომლებიც ატარებენ კორსეტს 20- 23 სთ-ის განმავლობაში, მკურნალობის უკეთესი შედეგი აქვთ მათთან შედარებით, ვისაც ნაკლები დროით აქვთ მორგებული  დღე-ღამის განმავლობაში, ამასთან კუნთების ატროფიის პრევენციისთვის რეკომენდებულია უტარდებოდეს სამკურნალო ვარჟიში.

როგორც TLSO ასევე მილოუკის ორთეზები ასევე ნაჩვენებია გულმკერდის კიფოზების დროს, მაგ.  შეუერმანის კიფოზის (Scheuermann’s Kyphosis) მკურნალობისთვის . ამ შემთხვევაში  ჩვენებაა: მოუმწიფებელი ჩონჩხი, მრუდი პასიურად ჩასწორებადი უნდა იყოს და მრუდის კუთხე 45 გრადუსი და მეტი.

კორსეტის ტარება რეკომენდებულია 12თვის , ზოგ შემთხვევაში 18 თვის განმავლობაში. კორსეტით მკურნალობის მიზანია მალების  სხეულის წინა ნაწილის სიმაღლის რეკონსტიტუცია.

SpineCor – რბილი,  დინამიური კორსეტი შეიქმნა 1992 წელს , თავდაპირველად მოზარდთა იდიოპათიური სქოლიოზის სამკურნალოდ.

ამჟამად წარმატებით გამოიყენება როგორც ბავშვებში ისე მოზრდილებში   სქოლიოზის და ასევე ჰიპერკიფოზის სამკურნალოდ.

კორსეტის ჩვენებაა: იდიოპათიური სქოლიოზი 5 წლის ასაკიდან,  გამრუდების კუთხე 20- 50 გრადუსი (ბავშვებთან რომელთაც აქვთ პროგრესირების მაღალი რისკი მკურნალობის დაწყება ნაჩვენებია 15 გრადუსის შემთხვევაშიც).

ბავშვებსა და მოზარდებში  SpineCor-ით   მკურნალობის უპირატესობებია:

  • გრძელვადიანი კორექცია /სტაბილიზაცია დაახლოებით შემთხვევათა 59% ში.
  • ოპერაციული მკურნალობის პრევენცია დაახლოებით შემთხვევათა 77% -ში
  • კორსეტი რბილია, არ ზღუდავს მოზარდს  მოძრაობასა და ზრდაში.
  • მოზარდს შეუძლია უკეთ იყოს ჩართული ნორმალური ცხოვრების რიტმში.
  • ტანსაცმლის ქვეშ ტარება კომფორტულია (შეუმჩნეველია).
  • მოზარდის მხრიდან კორსეტის მიმღებლობა მკურნალობის უკეთეს შედეგს განაპირობებს
  • არ იწვევს კუნთთა ატროფიას რიგიდული ორთეზისგან განსხვავებით.

ნაჩვენებია კორსეტი ასევე მოზრდილთა ასაკში, ამცირებს ტკივილს , უზრუნველყოფს ტანდეგობის გაუმჯობესებას და ხერხემლის დეფორმაციის პროგრესირების პრევენციას.

კორსეტი შედგება 4 ელასტიური, მაკორეგირებელი ქამრისგან და გულმკერდის და მენჯის რბილი კომპონენტებისგან (ან მენჯის სარტყელი- რბილი პლასტიკისგან) – ქამრების დამაგრებისთვის.

კორსეტით მკურნალობა მოიცავს 3 მთავარ საფეხურს : 1. მრუდის კლასიფიცირება Spinecor -ის კლასიფიკაციის მიხედვით 2. პაციენტი ასრულებს გამრუდების მაკორეგირებელ მოძრაობებს 3. რის  შემდეგ ხდება კორსეტის შესაბამისი წესით მორგება.

მაკორეგირებელი მოძრაობები სპეციფიურია ყველა გამრუდების ტიპისთვის, კორსეტი იყენებს მაკორეგირებელ მოძრაობებს მკურნალობისთვის. კორსეტის ქამრები დინამიური ძალის ზემოქმედებით ინარჩუნებს და აუმჯობესებს მაკორეგირებელ მოძრაობებს, შედეგად აღადგენს დარღვეულ პოსტურას. ის ცვლის ხერხემალზე მოქმედ ძალებს- ახდენს  დისტრაქციის ძალის ზემოქმედებას იმ რეგიონზე, სადაც მანამდე მოქმედებდა კომპრესიის ძალა, შედეგად დინამიკურად გახსნის სკოლოზის მრუდს, რაც დადებით ეფექტს ახდენს ხერხემლის შეცვლილ დატვირთვაზე და აუმჯობესებს სხეულის  ბალანსს კორონარულ სიბრტყეში.

კორსეტის ტარების  გარკვეული დროის   შემდეგ  მაკორეგირებელი  მოძრაობები ინტეგრირდება  ნეირო -მუსკულარულ სისტემაში, ამიტომ იგი შეიძლება განვიხილოთ არა მარტო როგორც  კორსეტი, არამედ სწორი ტანდეგობის  ხელახლა დასწავლის ინსტრუმენტი, ის უზრუნველყოფს დღის განმავლობაში მაკორეგირებელი, პოსტურალური ვარჯიშის მრავალჯერ შესრულებას, შედეგად პოზიტიურ გავლენას ახდენს სქოლიოზის კუნთოვან, ნერვულ და ჩოჩხოვან ელემენტებზე ერთდროულად .

მოზარდთა იდიოპათიური სკოლოზის დროს რეკომენდებულია დღე-ღამის განმავლობაში კორსეტის 20 საათი მორგება. მკურნალობა გრძელდება ჩონჩხის მომწიფებამდე, ხანგრძლივობა არანაკლებ 18 თვისა. რეკომენდებულია კორსეტთან ერთად პაციენტმა ივარჯიშოს SpineCor-ის მიერ მოწოდებული სპეციალური ვარჯიშის პროგრამით.

LSO – ქმნის ხერხემლის სტაბილიზაციას წელ-გავის არეში, ინტრა- აბდომონალური წნევის გაზრდის მეშვეობით. ასევე ამცირებს ტკივილს –  მალებზე ინდივიდუალურად დატვირთვის შემცირების გზით.

წელ-გავის ორთეზების ჩვენებებია:

  • წელის ტკივილი
  • დისკის თიაქარი
  • პოსტოპერაციული მდგომარეობა
  • დისკის დეგენერაციული დაავადება
  • წელის მალების მოტეხილობა
  • ოსტეოართრიტი
  • სტენოზი

ეს ორთეზები სამწერტილოვანი ზეწოლის მეშვეობით უზრუნველყოფენ ხერხემლის გულმკერდის ნაწილის სტაბილიზაციას.

ჰიპერექსტენსიური ორთეზების ჩვენებებია:

  • მალის სხეულის ანტერიორალური მოტეხილობა
  • ოსტეოპოროზით გამოწვეული კიფოზი
  • შეუერმანის (Scheuermann’ s) კიფოზი
  • დისკის დეგენერაციული დაავადება

უზრუნველყოფს ხერხემლის მყარ დაჭერას და სტაბილიზაციას.

გულმკერდ-წელ-გავის ორთეზის ჩვენებებია:

  • პოსტოპერაციული მდგომარეობები
  • დისკის დეგენერაციული დაავადება
  • ხერხემლის მალების მოტეხილობა
  • სპონდილოლისტეზი
  • სპონდილოზი
  • სტენოზი
  • დისკის თიაქარი
  • ოსტეოართრიტი

კისერ-გულმკერდის  ორთეზები უზრუნველყოფს ხერხემლის კისრის და გულმკერდის ზედა ნაწილის სტაბილიზაციას და იმობილიზაციას,  მისი  წინა-უკანა და გვერდითი მოძრაობის შეზღუდვის და ასევე  როტაციის კონტროლის მეშვეობით.

კისერ-გულმკერდის ორთეზის  ჩვენებებია:

  • ხერხემლის კისრის და გულმკერდის ზედა ნაწილის ტრავმა
  • დისკის დეგენერაციული დაავადება
  • პოსტოპერაციული მდგომარეობა
  • ხერხემლის კისრის და გულმკერდის ზედა სეგმენტის არასტაბილურობა

გამოიყენება ხერხემლის კისრის ნაწილის სტაბილიზაციისთვის , რბილი, ღრუბლოვანი მასალისგან დამზადებული გამოიყენება მოძრაობის  მსუბუქი შეზღუდვისთვის, ხოლო რიგიდული- თერმოპლასტიური მასალისგან დამზადებული კი მაქსიმალური ფიქსაციისთვის.

კისრის რბილი და რიგიდული საყელოს ჩვენებებია:

  • კისრის ტრავმა
  • დისკის დეგენერაციული დაავადება
  • პოსტოპერაციული მდგომარეობა
  • კისრის სეგმენტის არასტაბილურობა