პირველად საქართველოში – ხერხემლის ორთეზირება ევროპული სტანდარტის ინდივიდუალური მორგების მყარი კორსეტით კომპანია SpineCor-ისგან. კორსეტი მზადდება ტორსის 3D ციფრული მოდელის მიხედვით, რაც თავიდან გვაცილებს თაბაშრის ხანგრძლივ და უსიამოვნო პროცედურას. ელექტრონული ინფორმაცია (ციფრული მოდელი, ვიზუალური, რენტგენოლოგიური და კლინიკური მონაცემები) იტვირთება სპაინკორის პლატფორმაზე და მუშავდება ბრიტანელი სპეციალისტების მულტიპროფილური გუნდის მიერ, რაც გულისხმობს დიაგნოსტირების, ორთეზის ტიპის შერჩევისა და დიზაინირების პროცესს. კორსეტი მზადდება სპაინკორის ცენტრალურ კლინიკაში და კოსმეტიკური დამუშავების შემდეგ იგზავნება საქართველოში.
სპაინკორი ლიდერია ხერხემალთან დაკავშირებული დარღვევების მკურნალობის სფეროში, რაც უმაღლესი სტანდარტის სერვისის გარანტიას იძლევა. ამით ფონდი ცდილობს უპასუხოს ხერხემლის ორთეზირების დარგში საქართველოში არსებულ კომპეტენციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.