ტერფის ორთეზი
- ტერფის აკომოდაციური ორთეზი
ტერფის აკომოდაციური ორთეზი გამოიყენება ტერფის საყრდენ ზედაპირზე არსებულ მტკივნეულ და დაზიანებულ არეებზე სხეულის ზეწოლის დატვირთვის შესამცირებლად, აგრეთვე ტერფის დარღვეული ფუნქციის კორექციისათვის. იგი მზადდება რბილი მასალისაგან, როგორიცაა ტყავი, კორპი, რეზინი და ა.შ.
უხშირესად გამოიყენება მეტატარზალგიის, საყრდენ ზედაპირზე მტკივნეული არეების და წყლულების არსებობისას, დიაბეტური ტერფზე, ქუსლის “დეზისას”, ბრტყელტერფიანობის და ტერფმრუდობის მსუბუქი ფორმის არსებობისას და სხვ.
- ტერფის ფუნქციური ორთეზი
ტერფის ფუნქციონალური ორთეზი წარმოადგენს მოწყობილობას რომელიც იმეორებს ტერფის თაღის კონტურს და აღადგენს ტერფის ნორმალურ მოძრაობას ან ფორმას. აგრეთვე იგი გამოიყენება ტერფის და ქვედა კიდურის დარღვეული მოძრაობის კორექციისათვის, ტერფის მტკივნეული არეების განტვირთვისათვის, მოძრაობის შეზღუდვისათვის ტერფის მტკივნეულ სახსრებში.
გამოიყენება ტერფის ვარუსული ან ვალგუსური დეფორმაციისას, ბრტყელტერფიანობის და ტერფმრუდობის საშუალო და მძიმე ხარისხის დეფორმაციისას და სხვ. მზადდება ტერფის ანაბეჭდის ნეგატივისაგან.
კოჭ-წვივ ტერფის ორთეზი – AFO
AFO ნაჩვენებია სხვადასხვა პათოლოგიის დროს, როგორიცაა: ჰემიპარეზი, ცერებრალური დამბლა, სპინა ბიფიდა, გაფანტული სკლეროზი, პარაპლეგია, პოლიომიელიტი, ტერფმრუდობის და ბრტყელტერფიანობის მძიმე ფორმები, ტერფზე ტროფიული წყლულები და ტერფის და კოჭ-წვივის სხვადასხვა დეფორმაციები.
AFO-ს სახეობებს განაპირობებს საჭირო ფუნქციონალური მოთხოვნილება და შესაბამისად ორთოპედიულ ცენტრში მზადდება:
- რიგიდული AFO
(გამოიყენება კოჭ-წვივის და ტერფის მყარი ფიქსაციისათვის, მოზრდილი ასაკის და მძიმე წონის პაციენტებზე. დამატებითი სიმდგრადისათვის უკეთდება გამამგრებელი ღარები)
- დინამიური AFO
კეთდება ბავშვებზე დუნე და სპასტიური დამბლების, ტერფმრუდობის და ბრტყელტერფიანობის მძიმე ფორმების დროს. განასხვავებენ ე. წ. ღამის ორთეზს _ სრული, გვერდითი კედლებით გამაგრებული, ტერფით და სასიარულო (დღის) ორთეზს სრული ტერფით გამამაგრებელი კედლების გარეშე, ასევე ტერფის 2/3 _ ით.
კოჭ-წვივის კუთხე იანგარიშება ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლის და მუხლის სახსრის გაშლის მდგომარეობის გათვალისწინებით.
- წვივ-ტერფის განმტვირთავი PTB-AFO
– წვივის პოსტტრავმული პერიოდისათვის.
მუხლის ორთეზი KO
- მუხლის დამჭერი (საფიქსაციო) ორთეზი სახსარში მოძრაობის შეზღუდვით ან ჩაკეტვით.
- მუხლის ფუნქციონალური ორთეზი (სტაბილურობისათვის, კორექციისათთვის, დეფორმაციის თავიდან ასაცილებლად ან გაუარესების პრევენციისათვის, მექანიკური სახსრით).
მუხლ-კოჭ-წვივის-ტერფის ორთეზი - KAFO
უხშირესად გამოიყენება სპინა ბიფიდა-თი, ცერებრალური დამბლით, პარაპლეგიით, პოლიომიელიტით, პოსტრავმული ან ნეირომუსკულარული დისტროფიით გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ, ტერფმრუდობის სამკურნალოდ 5-6 წლამდე ასაკში. მუხლის მექანიკური სახსრის სხვადასხვა სისტემების გამოყენება განპირობებულია არსებულ ორთოპედიულ დარღვევაზე – შეიძლება იყოს გახსნილი სახსარი სტაბილური მუხლისას ან ჩამკეტით მუხლის კონტროლისათვის. ქვედა კიდურის განტვირთვისათვის KAFO კეთდება საყრდენით საჯდომ ძვალზე.
მენჯ-ბარძაყ-მუხლ-კოჭ-წვივ-ტერფის ორთეზი - HKAFO
HKAFO შედგება სხეულის სექციისაგან, რომელიც უერთდება KAFO-ს ორივე მენჯ-ბარძაყის სახსრის გარეთა ზედაპირიდან მექანიკური სახსრებით. ჩვეულებრივად აღნიშნული სახსრები არის ჩამკეტებით, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ჩამკეტის გარეშე. სანამ პაციენტი ფიქსირებულია ორთეზით, მას შეუძლია იაროს `მანეჟით` ან წინამხრის ყავარჯნებით. შესაძლებელია დამზადდეს მთლიანად პოლიპროპილენისაგან ან მეტალური კარკასის გამოყენებით. HKAFO ნაჩვენებია ტრავმული და პოლიომიელიტის შემდგომი დუნე დამბლების დროს, ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობისას, ცერებრალური დამბლის და სპინა ბიფიდა-ს დროს.