სპაინკორი
ეს არის სქოლიოზის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი ბრიტანელი სპეციალისტებისგან. კომპანია „სპაინკორის“ უნიკალური კორსეტი არ ზღუდავს მოზარდის მოძრაობასა და განვითარებას.
მკურნალობის სრული კურსი გულისხმობს საშუალოდ 18 თვიან ციკლს (დინამიური კორსეტის მორგება და 8-14 სავარჯიშო ვიზიტი). საკვალიფიკაციო მონაცემები წინასწარ იგზავნება ინგლისში.
SpineCor მკურნალობის დინამიური მეთოდი, რომელიც ეფექტურობით აღმატება ტრადიციულ, მყარი კორსეტით მკურნალობის მეთოდს, მოწოდებულია ხერხემლის 15 – 50 ° გამრუდებების საკორექციოდ ბავშვებში 5 წლის ასაკიდან და მოზრდილებში. მეთოდის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მყარი კორსეტისგან განსხვავებით, დინამიური კორსეტი არ ზღუდავს ბავშვის ბუნებრივ განვითარებასა და მოტორიკას და არ იწვევს კუნთების ატროფიას.
იგი წარმოადგენს სპეციალური ქსოვილით დამზადებული ღვედების სისტემას, რომელიც და ააქტიურებს კუნთების სამიზნე ჯგუფს და ხელს არ უშლის ჩვეულ მოძრაობებს.
ბავშვებსა და მოზარდებში SpineCor-ით მკურნალობის უპირატესობებია:
- გრძელვადიანი კორექცია /სტაბილიზაცია დაახლოებით შემთხვევათა 59% ში.
- ოპერაციული მკურნალობის პრევენცია დაახლოებით შემთხვევათა 77% -ში
- კორსეტი რბილია, არ ზღუდავს მოზარდს მოძრაობასა და ზრდაში.
- მოზარდს შეუძლია უკეთ იყოს ჩართული ნორმალური ცხოვრების რიტმში.
- ტანსაცმლის ქვეშ ტარება კომფორტულია (შეუმჩნეველია).
- მოზარდის მხრიდან კორსეტის მიმღებლობა მკურნალობის უკეთეს შედეგს განაპირობებს
- არ იწვევს კუნთთა ატროფიას რიგიდული ორთეზისგან განსხვავებით.
- ნაჩვენებია კორსეტი ასევე მოზრდილთა ასაკში, ამცირებს ტკივილს , უზრუნველყოფს ტანდეგობის გაუმჯობესებას და ხერხემლის დეფორმაციის პროგრესირების პრევენციას.
კორსეტი შედგება 4 ელასტიური, მაკორეგირებელი ქამრისგან და გულმკერდის და მენჯის რბილი კომპონენტებისგან (ან მენჯის სარტყელი- რბილი პლასტიკისგან) – ქამრების დამაგრებისთვის.
კორსეტით მკურნალობა მოიცავს 3 მთავარ საფეხურს :
- მრუდის კლასიფიცირება Spinecor -ის კლასიფიკაციის მიხედვით
- პაციენტი ასრულებს გამრუდების მაკორეგირებელ მოძრაობებს
- რის შემდეგ ხდება კორსეტის შესაბამისი წესით მორგება.
კორსეტი იყენებს მაკორეგირებელ მოძრაობებს მკურნალობისთვის. მაკორეგირებელი მოძრაობები სპეციფიურია ყველა გამრუდების ტიპისთვის. კორსეტის ქამრები დინამიური ძალის ზემოქმედებით ინარჩუნებს და აუმჯობესებს მაკორეგირებელ მოძრაობებს, შედეგად აღადგენს დარღვეულ პოსტურას. იგი ცვლის ხერხემალზე მოქმედ ძალებს – ახდენს დისტრაქციის ძალის ზემოქმედებას იმ რეგიონზე, სადაც მანამდე მოქმედებდა კომპრესიის ძალა, შედეგად დინამიკურად გახსნის სკოლოზის მრუდს, რაც დადებით ეფექტს ახდენს ხერხემლის შეცვლილ დატვირთვაზე და აუმჯობესებს სხეულის ბალანსს კორონარულ სიბრტყეში.
კორსეტის ტარების გარკვეული დროის შემდეგ მაკორეგირებელი მოძრაობები ინტეგრირდება ნეირო -მუსკულარულ სისტემაში, ამიტომ იგი შეიძლება განვიხილოთ არა მარტო როგორც კორსეტი, არამედ სწორი ტანდეგობის ხელახლა დასწავლის ინსტრუმენტი, ის უზრუნველყოფს დღის განმავლობაში მაკორეგირებელი, პოსტურალური ვარჯიშის მრავალჯერ შესრულებას, შედეგად პოზიტიურ გავლენას ახდენს სქოლიოზის კუნთოვან, ნერვულ და ჩოჩხოვან ელემენტებზე ერთდროულად .
მოზარდთა იდიოპათიური სკოლოზის დროს რეკომენდებულია დღე-ღამის განმავლობაში კორსეტის 20 საათი მორგება. მკურნალობა გრძელდება ჩონჩხის მომწიფებამდე, ხანგრძლივობა არანაკლებ 18 თვისა. რეკომენდებულია კორსეტთან ერთად პაციენტმა ივარჯიშოს SpineCor-ის მიერ მოწოდებული სპეციალური ვარჯიშის პროგრამით.