პროთეზირება

პროთეზირება ხორციელდება თანამედროვე ე.წ. “მოდულური” ტექნოლოგიით. კომპონენტების შერჩევა ხდება პაციენტის სურვილისა და ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით. გამოიყენება, როგორც მაღალტექნოლოგიური კომპონენტები (“Otto Bock”, “Össur”, “Streifeneder” და სხვა) ასევე, სურვილისამებრ, მისი უფრო დაბალფასიანი ანალოგები. სათანადო დაფინასების მოძიების შემთხვევაში, შეგიძლიათ მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე საპროთეზო კომპონენტების მეტად მრავალფეროვანი არჩევანით ისარგებლოთ. ჩვენ დაგეხმარებით, როგორც მაკომპლექტებელი კომპონენტების შერჩევაში, ასევე, თქვენი სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია მოგიმზადოთ ქეისი მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან მიმართვისთვის, დაგეხმაროთ მათთან კომუნიკაციაში და მოგაწოდოთ ინფორმაციას მათი მომსახურების სრული პაკეტის შესახებ.

პროთეზირებისთვის სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად პაციენტმა ან მისმა ოჯახის წევრმა შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარადგინოს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების სააგენტოში.
თუ თქვენთვის ეს პირველი პროთეზია, პროთეზირებამდე დაგჭირდებათ, როგორც საერთო ფიზიკური, ასევე ტაკვის წინასწარი მომზადება (იხილეთ).

ტექნოლოგიები

ტაკვის მიმღები ბუდის დამზადება ხდება თერმოფორმირებით ან ლამინაციით. მივმარათავთ ეწ. სრული კონტაქტის, ზოგ შემთხვევაში კი – კვადრილატერალურ მეთოდს. პროთეზის ფიქსაციისთვის ძირითადად ე.წ. ვაკუუმ-დაკიდება გამოიყენება, თუმცა იშვიათად სპეციალური ქამრის გამოყენება ხდება საჭირო. 

ზედა კიდურის პროთეზირება

ზედა კიდურის პროტეზირება ხორციელდება ფუნქციური, მექანიკურად მართვადი პროთეზით, რომლისთვისაც გამოყენებულია « ოტო ბოკის » კომპონენტები.

პაციენტებს, ასევე ვთავაზობთ მაღალი ხარისხის სილიკონის კოსმეტიკურ პროთეზებს ზედა კიდურის ამპუტაციისას ნებისმიერ დონეზე (თითის, მტევნის, იდაყვის და ა.შ.). ჩვენი პარტნიორები არიან ამ დარგის მოწინავე კომპანიები.

 

ქვედა კიდურის პროთეზირება

სტანდარტული კომპლექტაცია გულისხმობს სახსრიან ტერფს, მექანიკურ მუხლს, უჯანგავი ლითონის ადაპტორულ სისტემას და ლამინაციურ ბუდეს. პროთეზირებისთვის გამოიყენება თანამედროვე – მოდულური ტექნოლოგია, რომელიც იყენებს ოტო ბოკისა და სხვა ანალოგიური მწარმოებლების კომპონენტებს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამ დარგში მსოფლიოს ყველა წამყვან კომპანიასთან. 
 

დაგვიკავშირდით

ჩვენი მისამართია:  ბელიაშვილის 143A (“საგას” შენობის, N145, უკან)
ტელ: 252 2899. ტელ/ფაქსი: 252 0073; 252 2899
info@gefpor.ge
ortho@gefpor.ge

© 2018 ყველა უფლება დაცულია

შექმნილია Utoweb-ში