ზედა კიდურის ორთეზი არის მოწყობილობა, რომელიც ემსახურება ზედა კიდურის სხვადასხვა უბნის ფუნქციისა და სტრუქტურის გაუმჯობესებას. დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ ორ ძირითად ტიპს:
სტატიკური ორთეზი, რომელიც ზღუდავს კიდურის მოძრაობას და აქვს ხისტი სტრუქტურა. იგი ჩვეულებრივ გამოიყენება ძვლების მოტეხილობებისას და ასევე, მყესებისა თუ ნერვების დაზიანებებისას.
დინამიური ორთეზი, რომელიც იძლევა კიდურის მოძრაობის შესაძლებლობას, მაგრამ მხოლოდ საჭირო ოდენობით. დინამიური ორთეზი ძირითადად გამოიყენება კუნთოვანი სისუსტისა და სპასტიურობის დროს.