სქოლიოზის მკურნალობა დინამიური მეთოდით

2018 წლის ოქტომბრიდან ფონდი თანამშრომლობს ბრიტანულ კომპანია სპაინკორთან. თანამშრომლობა მიზნად ისახავს სქოლიოზის მკურნალობის დინამიური მეთოდის დანერგვას საქართველოში.

მკურნალობის სრული კურსი გულისხმობს საშუალოდ 24 თვიან ციკლს (დინამიური კორსეტის მორგება და 8-14 სავარჯიშო ვიზიტი). ამ ეტაპზე მოხდება 2-4 ბავშვის შერჩევა (საკვალიფიკაციო მონაცემები წინასწარ იგზავნება ინგლისში).

SpineCor მკურნალობის დინამიური მეთოდი, რომელიც ეფექტურობით ბევრად (2-ჯერ) აღმატება ტრადიციულ, მყარი კორსეტით მკურნალობის მეთოდს, მოწოდებულია ხერხემლის 15 – 50 ° გამრუდებების საკორექციოდ ბავშვებში  5 წლის ასაკიდან და მოზრდილებში.

მეთოდის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მყარი კორსეტისგან განსხვავებით, დინამიური კორსეტი არ ზღუდავს ბავშვის ბუნებრივ განვითარებასა და მოტორიკას და არ იწვევს კუნთების ატროფიას.
იგი წარმოადგენს სპეციალური ქსოვილით დამზადებული ღვედების სისტემას, რომელიც ააქტიურებს კუნთების სამიზნე ჯგუფს და ხელს არ უშლის ჩვეულ მოძრაობებს.

ჩვენებები:

  •  დიაგნოზი: იდიოპათიური სქოლიოზი
  •  ასაკი: 5 +
  •  საწყისი კობის კუთხე ≥ 15°, თუ არის პირველი რიგის ოჯახური ანამნეზი, ან 5°-ანი მატება ბოლო 6 თვის მანძილზე
  •  საწყისი კობის კუთხე ≤ 50°
  •  რისერი 0, 1 , 2 ან მენარხეს წინარე პერიოდი

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ბროშურა: – სპაინკორი ან ეწვიოთ სპაინკორის ვებ-გვერდს: http://www.spinecor.com/Home.aspx

დაგვიკავშირდით ნომრებზე: 252 2899; 599 615 951; 577 791 994

 

დაგვიკავშირდით

ჩვენი მისამართია:  ბელიაშვილის 143A (“საგას” შენობის, N145, უკან)
ტელ: 252 2899. ტელ/ფაქსი: 252 0073; 252 2899
info@gefpor.ge
ortho@gefpor.ge

© 2018 ყველა უფლება დაცულია

შექმნილია Utoweb-ში