სპაინკორ დინამიური კორსეტით მკურნალობის პირველი შედეგები

18 თვეა, რაც სპაინკორი საქართველოშია. უკვე შეგვიძლია გავაანალიზოთ სპაინკორ-მეთოდით მკურნალობის პირველადი სტატისტიკა: კორსეტის ტარების 6-დან 18 თვემდე ხანგრძლივობით სულ 6 პაციენტი (1 ვაჟი, 5 გოგონა), ასაკი: 13-18, ძირითადი მრუდის კუთხე 28 – 72 გრადუსი 5 პაციენტთან - სკოლიოზის მრუდი შემცირდა საშუალოდ 4 გრადუსით (გაუმჯობესება). 1 გოგონასთან - 14 წლის, რისერი 4: 4 +, გამრუდების კუთხე - 50 გრადუსი - მრუდი დარჩა უცვლელი (სტაბილიზაცია). ყველა მათგანთან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ტანდეგობა, როგორც კლინიკურად ისე რენტგენოლოგიურად. შემცირდა ხერხემლის სვეტის დევიაცია S1 -თან მიმართებაში კორონალურ სიბრტყეში. ყველა მათგანი აგრძელებს კორსეტის ტარებას. შეგახსენებთ, რომ კორსეტის გამოყენებისთვის რეკომენდებულია გამრუდების კუთხე 15-50 გრადუსის ფარგლებში. უფრო მეტი კობის კუთხე ითვლება საოპერაციო ჩარევის ჩვენებად და დინამიური კორსეტის ტარება განიხილება მხოლოდ საოპერაციოდ მომზადების ჭრილში. ქეისი: ვაჟი - 18 წლის დიაგნოზი : იდიოპათიური სკოლიოზი, მარჯვენა გულმკერდის 42 გრადუსი, მრუდის მწვერვალი T8, მარცხენა წელის 29 გრადუსი -მრუდის მწვერვალი L4, რისერი 5, კორსეტი ტარების ხანგრძლივობა 17 თვე , 20 სთ. დღე-ღამის განმავლობაში. ამჟამად ასაკი - 20 წლის, კლინიკურად ტანდეგობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, კორსეტში გადაღებულ რენტგენოგრამაზე -მარჯვენა გულმკერდის მრუდი 38 გრადუსი, მარცხენა წელის- 27 გრადუსი.

Продолжить чтение სპაინკორ დინამიური კორსეტით მკურნალობის პირველი შედეგები