კოსმოდისკ კლასიკი

კატეგორია:

პროდუქტის კოდი: 01303

97.00

მოკლე აღწერა:

“კოსმოდისკი” ცნობილი ბრენდია, რომელიც ხელრხემლისა და ზურგის ტკივილის მოხსნის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებასთან არის ასოცირებული. მრავალწლიანი გამოცდილებით, მისი გამოყენება შემთხვევათა 80%-ში დადებით შედეგს იძლევა. მოქმედებს რა უშუალოდ მტკივნეულ არეზე, კოსმოდისკი იწვევს ტკივილების შესუსტებასა და გაქრობას მიუხედავად იმისა მუშაობთ, ისვენებთ, თუ, თუნდაც, ვარჯიშობთ. იგი ხელს არ უშლის მკურნალობის სხვა ტრადიციული თუ ალტერნატიული მეთოდის გამოყენებას. კოსმოდისკი მოქმედებს მხოლოდ მისი უნიკალური ფორმის მეოხებით და არ იყენებს ენერგიის სხვა წყაროს. კოსმოდისკის მსუბუქი მასირების ეფექტი (თითებით მასაჟის მსგავსი) ხერხემლის გასწვრივი კუნთების სტიმულაციასა და “შეთბობას” იწვევს. ეს კი, კუნთების სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ხსნის დაძაბულობას. ის ძალიან პრაქტიკულია, მორგების მარტივი სისტემით იოლად ესადაგება სხეულს, მეტად კომფორტულია და ყოველთვის იძლევა რელაქსაციის საშუალებას – სამუშაოზე თუ საყიდლებზე ყოფნისას, მანქანის მართვისას და მაშინაც, როცა ისვენებთ.
რეკომენდებულია კოსმოდისკის უშუალოდ სხეულზე ან მსუბუქ სამოსზე მორგება. სამკურნალო ეფექტი უცბად არ მიიღწევა. კოსმოდისკის 10-20 დღის განმავლობაში ტარება, ყოველდღიურად მინიმუმ 3 სთ-ს განმავლობაში, მაქსიმალური შედეგის გარანტიაა. პირველ ხანებში შესაძლო დაჭიმულობის ან სხვა დისკომფორტის შეგრძნება არ შეიძლება ჩაითვალოს მკურნალობის შეწყვეტის საფუძვლად. ხერხემლის ვარჯიშების სპეციალური პროგრამა ბევრად ზრდის საუკეთესო ეფექტის მიღწევის შესაძლებლობას.
მოვლა და შენახვა: ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ კოსმოდისკ კლასიკის გარეცხვა თბილი წყლით, ჯაგრისისა და ისეთი რბილი საპნის გამოყენებით, რომელიც კანს არ გაგიღიზიანებთ. ნუ გარეცხავთ მას სარეცხ მანქანაში. კოსმოდისკი შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას თავისსავე ნაჭრის ტომსიკაში, რაც მას მტვრისა და ჭუჭყისგან დაიცავს.

მსგავსი პროდუქტი

დაგვიკავშირდით

ჩვენი მისამართია:  ბელიაშვილის 143A (“საგას” შენობის, N145, უკან)
ტელ: 252 2899. ტელ/ფაქსი: 252 0073; 252 2899
info@gefpor.ge
ortho@gefpor.ge

© 2018 ყველა უფლება დაცულია

შექმნილია Utoweb-ში