ინოვაციური პროდუქტი „ოვერლეი” კომპანია ეთნოქეარისგან (კანადა) –
სიახლე, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. ეს არის მოწყობილობა ინტეგრირებული საჰაერო უჯრედებით, რომელიც აუმჯობესებს პროთეზის ბუდის მორგებას, სტაბილურობასა და კომფორტს განსაკუთრებით იმ პრობლემებისას, რომლებიც გამოწვეულია პაციენტის ნარჩენი კიდურის (ტაკვის) ზომებისა და მოცულობის ცვალებადობით.
როდის უნდა გამოიყენოთ ოვერლეი:
- თუ ტაკვის (ნარჩენი კიდურის) მოცულობა ცვალებადია
- თუ ბუდის შიგნით არის ზეწოლის წერტილები, რომლებიც მტკივნეულობასა და დისკომფორტს იწვევს
- თუ დარღვეულია პროთეზის ხაზის სისწორე
- თუ კიდური არასტაბილურია ბუდეში
რა უპირატესობებს სთავაზობს მომხმარებელს:
- ჰაერის ბალიში ამცირებს ტკივილის შეგრძნებას და უზრუნველყოფს ბუდის ერთგვაროვან მორგებას
- ამცირებს კიდურის ბრუნვასა და მოძრაობას ბუდეში, აუმჯობესებს დაკიდებას, პროთეზის კონტროლს და უფრო უსაფრთხოს ქმნის მას
- არ დაგჭირდებათ ბუდის მოხსნა რეგულირებისთვის
- არ დაგჭირდებათ შემავსებელი წინდების დამატება (ანაცვლებს 2-დან 15-მდე დამატებითი ფენას)
ოვერლეი დამზადებულია სუნთქვადი ქსოვილისგან. ჰაერის მოცულობა მარტივად რეგულირდება სისტემაში ჰაერის დამატებით და გამოშვებით, რაც იდეალურია კიდურის მოცულობის ცვლილებების სამართავად და ბუდის მორგების პრობლემების მოსაგვარებლად.
მოწოდებულია მუხლს ზედა და მუხლს ქვედა ამპუტაციის მქონე ნებისმიერი აქტივობის პაციენტებისთვის.
