სპაინკორის პირველადი სტატისტიკა

უკვე 18 თვეა, რაც სპაინკორი საქართველოშია. პირველადი შედეგები დადებითია და თანხვედრაშია ამ მეთოდის ზოგად სტატისტიკასთან: გამრუდების კუთხე ექვსიდან ხუთ შემთხვევაში (ასაკი – 12-დან 18 წლამდე, ძირითადი მრუდის კუთხე 28 გრადუსიდან) შემცირდა საშუალოდ 4 გრადუსამდე (გაუმჯობესება) და ერთ შემთხვევაში (გოგონა – 14 წლის, რისერი 4 +, გამრუდების კუთხე – 50 გრადუსი) მრუდი დარჩა უცვლელი (სტაბილიზაცია).

კორსეტის ტარების ხანგრძლივობა დღემდე  – 6-18 თვე. ყველა პაციენტი აგრძელებს კორსეტის ტარებას. ყველა მათგანთან  მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ტანდეგობა, როგორც კლინიკურად ისე რენტგენოლოგიურად. შემცირდა ხერხემლის სვეტის დევიაცია S1 -თან მიმართებაში კორონალურ სიბრტყეში.

შეგახსენებთ, რომ კორსეტის გამოყენებისთვის რეკომენდებულია გამრუდების კუთხე 15-50 გრადუსის ფარგლებში. უფრო მეტი კობის კუთხე ითვლება საოპერაციო ჩარევის ჩვენებად და დინამიური კორსეტის ტარება განიხილება მხოლოდ საოპერაციოდ მომზადების ჭრილში. მეთოდის გასაცნობად გადადით ბმულზე: https://gefpor.ge/spinecor-dynamic-brace-_geo

დაგვიკავშირდით

ჩვენი მისამართია:  ბელიაშვილის 143A (“საგას” შენობის, N145, უკან)
ტელ: 252 2899. ტელ/ფაქსი: 252 0073; 252 2899
info@gefpor.ge
ortho@gefpor.ge

© 2018 ყველა უფლება დაცულია

შექმნილია Utoweb-ში