ახალი ცენტრის ოფიციალური გახსნა ბელიაშვილის ქუჩაზე

2015 წლის 11 ნოემბერს ჩატარდა საპროტეზო-ორთოპედიული რეაბილიტაციის ახალი ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი. გახსნას დაესწრნენ იაპონიის განსაკუთრებული და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბ-ნი ტოშიო კაიტანი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელი ქ-ნი ბილიანა მილოსევიჩი, საერთაშორისო ფონდ იოჰანიტერის წარმოამდგენელი ბ-ნი მარსელ ბერისვილი, სამინისტროებისა და მედიის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები.