ახალი ცენტრის ოფიციალური გახსნა ბელიაშვილის ქუჩაზე

2015 წლის 11 ნოემბერს ჩატარდა საპროტეზო-ორთოპედიული რეაბილიტაციის ახალი ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი. გახსნას დაესწრნენ იაპონიის განსაკუთრებული და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბ-ნი ტოშიო კაიტანი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელი ქ-ნი ბილიანა მილოსევიჩი, საერთაშორისო ფონდ იოჰანიტერის წარმოამდგენელი ბ-ნი მარსელ ბერისვილი, სამინისტროებისა და მედიის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები.

read more

გერმანიის საელჩოს საჩუქარი – პლატფორმა ეტლით მოსარგებლეთათვის

ცენტრში გერმანიის საელჩოს ფინანსური დახმარებით დამონტაჟდა სპეციალური პლატფორმა ლიფტით მოსარგებლეთათვის. პლატფორმა ძირითადად მოემსახურება დორმიტორით მოსარგებლე, მეტწილად საქართველოს შორეული კუთხეებიდან ჩამოსულ პაციენტებს. 

read more

დაშვებული ტერფის (drop foot) სტიმულაციის მსუბუქი და მარტივი აპარატი

დაშვებული ტერფის (drop foot) სტიმულაციის მარტივი და ეფექტური მკურნალობა ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების, ჰემიპლეგიისა და მრავლობითი სკლეროსის დროს. ეს არის ფუნციური ელექტროსტიმულაციის აპარატი, რომელიც მაგრდება წვივის ზედა მესამედში. იგი აანალიზებს სიარულის რეჯიმს, შესაბამისი სიხშირით წარმოქმნის ელექტროიმპულსებს და დოზირებულად აწვდის მათ ტერფის ამწევი კუნთის მაინერვებელ ნერვს. აპარატი მოხერხებული და მსუბუქია, რაც მის ყოველდღიური […]

read more

სპაინკორი საქართველოში

2018 წლის ოქტომბრიდან ფონდი თანამშრომლობს ბრიტანულ კომპანია სპაინკორთან. თანამშრომლობა მიზნად ისახავს სქოლიოზის მკურნალობის დინამიური მეთოდის დანერგვას საქართველოში. მკურნალობის სრული კურსი გულისხმობს საშუალოდ 24 თვიან ციკლს (დინამიური კორსეტის მორგება და 8-14 სავარჯიშო ვიზიტი). ამ ეტაპზე მოხდება 2-4 ბავშვის შერჩევა (საკვალიფიკაციო მონაცემები წინასწარ იგზავნება ინგლისში). SpineCor მკურნალობის დინამიური მეთოდი, რომელიც ეფექტურობით ბევრად (2-ჯერ) აღმატება ტრადიციულ, მყარი კორსეტით […]

read more