პროთეზირება

Beautiful Landing Page with

A small river named Duden flows by their place and supplies it with the necessary regelialia.
It is a paradisematic country, in which

ჩვენთან შეგიძლიათ დაიმზადოთ ქვედა და ზედა კიდურის ნებისმიერი სახის პროთეზი ნებისმიერი დონის ამპუტაციისთვის და მიიღოთ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. მორგების პროცესი რამდენიმე ფაზას მოიცავს – მოსამზადებელი ეტაპი, ზოემბის აღება და ყალიბის დამზადება, პირველი მორგება, პაციენტის ვარჯიში და მოწყობილობის ადაპტაცია, პროთეზის საბოლოო მორგება და გაცემა.  წარმატების განმსაზღვრელია 2 ძირითადი კომპონენტი – სამედიცინო და ტექნიკური. პირველი – მრავალპროფილური სამედიცინო გუნდის პროფესიონალიზმი – განსაზღვრავს პროთეზის მორგების, მოხმარებისა და კომფორტულობის ხარისხს, ხოლო მეორე – პროთეზირებისთვის გამოყენებულ მასალები და კომპონენტები –  მნიშვნელოვანია ფუნციურობისა და ექსპლუატაციის ხანგრძლოვობის თვალსაზრისით.  მასალა/კომპონენტები მთლიანად იმპორტირებულია. ხარისხი დამოკიდებულია მწარმოებელზე.  ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოფლიოს ყველა წამყვან მწარმოებელთან. მათ შორის არიან ოტობოკი, კოლეჯ პარკი, ოზური, სტრეიფენედერი და სხვა. მორგების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს “ხშირად დასმული კითხვები”.

ცენტრში წარმოებული ორთოპედიული მოწყობილობებისთვის გამოყენებულია ის კომპონენტები და მასალები, რომელთაც საერთაშორისო ხარისხის (ISO) შესამბამისობა გააჩნიათ. საბოლოო პროდუქტი მაქსიმალურად არის მიახლოებული პაციენტის ჯანსაღი კიდურის ბუნებრივ ზომებთან და ფორმასთან. მასალის დამუშავებისთვის გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიები და მაღალი ხარისხის მანქანა-დანადგარები. ორთოპედიული მოწყობილობის დამზადებისას ხდება ბენეფიციართა ინდივიდუალური თავისებურებების შეფასება და გათვალისწინება (ასაკი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარება, ამოუტაციის მიზეზები, ორთოპედიული მოწყობილობის ექსპლუატაციის პირობები და სხვა). სორქ ფონდში გამოყენებული ტექნოლოგია და კომპონენტები საჭიროების შემთხვევაში ნაკეთობის ნებისმიერი დეტალისა და კვანძის შეცვლის საშუალებას იძლევა. ყველა სახის ორთოპედიულ მოწყობილობაზე ფონდი უზრუნველყოფს საგარანტიო მომსახურებას.

ზედა კიდურის ამპუტაციის მქონე პაციენტების პროთეზირებისთვის ვთანამშრომლობთ ფირმებთან ოტობოკი (გერმანია) და რეგალი (ჰონგ-კონგი). მზადდება როგორც ფუნქციური, ასევე კოსმეტიკური დანიშნულების პროთეზი.