ინდივიდუალურად დამზადებული ტერფსაფენი — აუცილებელი კომფორტი, თუ ტერფის დაღლილობა ან ტკივილი თქვენთვის უცხო არ არის.
სამი ათეული წელია, რაც ფონდი ტერფისა და ხერხემლის პრობლემბზე მუშაობს და ამ დარგში უნიკალური გამოცდილება გააჩნია. იგი ორთოპედის უშუალო ჩარევით, ხელით დამზადებულ ტერფსაფენებს სთავაზობს მომხმარებელს, რაც უფრო ინდივიდუალურ და ფუნქციურად მორგებულ შედეგს იძლევა. ამასთან, იგი უფრო ხელმისაწვდომია, იძლევა დამზადების პროცესში კორექტირებისა და დეტალების ხელით დამუშავების საშუალებას და პრაქტიკულად გარანტირებულ კარგ შედეგს. კომპიუტერული მეთოდის გამოყნება უპირატესია მასობრივი წარმოების მიზნით და უფრო სტანდარტული შემთხვევებისთვის; სკანირება ავტომატურად აფიქსირებს ტერფის ფორმას, თუმცა შესაძლოა გამორჩეს ფუნქციური დეტალები, კორექტირება ხდება პროგრამულად, რაც ზოგჯერ შეზღუდულია. საბოლოოდ კარგი შედეგისთვის აქაც ორთოპედ-ტექნიკოსის გამოცდილება და უნარ-ჩვევებია გადამწყვეტი, თუ ამის საშუალებას ტექნოლოგია იძლევა.

ტერფსაფენი სწორად უნდა იყოს ფორმირებული, რათა მოახდინოს ტერფის გრძივი და განივი თაღების სათანადო აწევა (ელევაცია) და/ან ტერფის ვერტიკალური ხაზის შიდა და გარე როტაცია (სუპინაცია / პრონაცია). ამასთან მნიშვნელოვანია თაღის საყრდენ მასალად სათანადო სიმყარისა და „მეხსიერების“ ღრუბლოვანი მასალის გამოყენება.
პროფესიონალთა მაღალი კვალიფიკაცია და სწორად შერჩეული მაღალი ხარისხის მასალა – ეს არის ორი ძირითადი საყრდენი, რაზეც დგას ტერფის ორთეზის ეფექტურობა.