სახელმწიფო პროგრამები

საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად პაციენტმა ან მისმა ოჯახის წევრმა ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები უნდა წარადგინოს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
ში მისამართზე: მიხეილ ასათიანის 9 (საბურთალო).

საბუთების ჩამონათვალი:

დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე პირი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი  (გარდა თვალის პროთეზისა და 3 წლამდე ასაკის ბავშვების ორთეზის საჭიროებისას; ასევე, გულმკერდ-წელის დონის  18 წლამდე ასაკის მეორე და მეტი ხარისხის სკოლიოზის მქონე ბავშვების შემთხვევაში);

გ) თვალის პროთეზის შემთხვევაში პირზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა № IV-100/ა, ხოლო სხვა საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის შემთხვევაში – პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა № IV-50/2 (ან პირზე გაცემული სამედიცინო ფორმა 100/ა), რომელშიც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული საპროთეზო-ორთოპედიული საშუალების საჭიროება შესაბამისი საქონლის (მომსახურების) სახეობის მითითებით;

დ) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

დ.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

დ.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი;

დ.გ) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

  1. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში.

ამ დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, სააგენტოში დგება იმ პაციენტთა სია, რომელთაც თანხმობა ეთქვა დაფინანსების მიღებაზე.  პაციენტებს ბინაზე ეგზავნებათ ვაუჩერი, რომელსაც იგი წარადგენს სერვისის მიმწოდებელთან. ამის შემდეგ უკვე შესაძლებებლი ხდება პროთეზირების დაწყება. სახელმწიფო დაფინანსების ლიმიტი ერთი პაციენტისთვის დამოკიდებულია საპროტეზო-ორთოპედიული ნაწარმის სხეობასა და ბენეფიციარის სტატუსზე

6. ვაუჩერი ფინანსდება კომპონენტით განსაზღვრული საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში (იხილეთ ქვემოთ).

ამასთან:

ა) ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით ფინანსდებიან:

ა.ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;

ა.ბ) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;

ა.გ) „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;

ა.დ) პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 100 000-ს;

ა.ვ) ასაკით პენსიონრები (ქალები 60 წლიდან, მამაკაცები-65 წლიდან);

ა.ზ) ორი და ორზე მეტი საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის (გარდა ორთეზისა) საჭიროების მქონე პირები.

ბ) დანარჩენი ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 90%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 90 %-ით.

უფრო ძვირადღირებული მომსახურების მიღება შესაძლებელია ფასთა სხვაობის დაფარვის შემთხვევაში.