Home » მთავარი » ორთეზირება

ორთეზირება

საპროტეზო ორთოპედიული რეაბილიტაციის ქართული ფონდი უზრუნველყოფს ყველა სახის ორთოპედიული მოწყობილობების დამზადებას, როგორიცაა ქვედა და ზედა კიდურების ორთზების, ტერფსაფენების, ხერხემლის კორსეტები, დღისა და ღამის არტაშნების და სხვა . აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ მზა ორთოპედიული ნაწარმი.
ტერფსაფენი – მზადდება ინდივიდუალრად პოდოსკოპის მონაცემებისა და ზეწოლის არეების ანაბეჭდის (პოდოტრეკის) მიხედვით. მასალა: ნატურალური ტყავი და ღრუბლოვანი მასალა (პედილენი).  გამოიყენება მეტატარზალგიის, საყრდენ ზედაპირზე მტკივნეული არეების ბრტყელტერფიანობის და ტერფმრუდობის მსუბუქი ფორმის არსებობისას, დიაბეტური ტერფის , ქუსლის “დეზის”  არსებობისას და სხვა)

კოჭ-წვივ–ტერფის ორთეზი –  AFO  – ნაჩვენებია სხვადასხვა პათოლოგიის დროს, როგორიცაა: ჰემიპარეზი, ცერებრალური დამბლა, Spina Bifida, გაფანტული სკლეროზი, პარაპლეგია, პოლიომიელიტი, ტერფმრუდობის და ბრტყელტერფიანობის მძიმე ფორმები, ტერფზე ტროფიული წყლულები და ტერფის და კოჭ-წვივის სხვადასხვა დეფორმაციები.

მუხლის ორთეზი KO – მუხლის სტაბილურობისათვის, კორექციისათთვის, დეფორმაციის თავიდან                                               ასაცილებლად ან გაუარესების პრევენციისათვის.

მუხლ_კოჭ-წვივის_ტერფის ორთეზი KAFO – უხშირესად გამოიყენება Spina Bifida-თი, ცერებრალური დამბლით, პარაპლეგიით, პოლიომიელიტით, პოსტრავმული ან ნეირომუსკულარული დისტროფიით გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ, ტერფმრუდობის სამკურნალოდ 5-6 წლამდე ასაკში.

თეძო-მუხლ-კოჭ-წვივ-ტერფის ორთეზი (HKAFO) – გამოიყენება Spina Bifida-თი, ცერებრალური დამბლით, პოლიომიელიტით, პოსტრავმული ან ნეირომუსკულარული დისტროფიით გამოწვეული ქვემო კიდურების დუნე და სპასტიკური დამბლის სამკურნალოდ. ორთეზი საშუალებას აძლევს პაციენტს იაროს “მანეჟით” ან იდაყვის ყავარჯნებით. შესაძლებელია დამზადდეს მთლიანად პოლიპროპილენისგან ან მეტალური კარკასის გამოყენებით, მენჯ-ბარძაყის, მუხლის და კოჭ-წვივის “სახსრებით”.

გულმკერდ-წელ-გავის ორთეზები (TLSO) – შენო-ბოსტონის (CHENEAU-BOSTON) ტიპის კორსეტი გამოიყენება სქოლიოზების, ჰიპერლორდოზის, კუზის შესაძლებელი კორექციის და დეფორმაციის შემდგომი გაუარესების პრევენციისათვის. ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ხერხემლის სვეტის ტრავმული დაზიანების, ოსტეოქონდროზის დროს და პოსტოპერაციულ პერიოდში. მილუოკის (MILWAUKEE) კარკასი – თავსა და მენჯს შორის აქტიური დამჭიმავი ხერხემლის ორთეზი დეროტაციოული სისტემით. ნაჩვენებია რბილი (არასტრუქტურული) სქოლიოზების დროს 50″-ზე ნაკლები გამრუდების კუთხით.

გარდა ინდივიდუალური მორგების ორთეზებისა ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სახის მზა ორთოპედიულ ნაწარმს (დააჭირეთ აქ).