Home » Uncategorized @ka » სპაინკორი საქართველოში ოქტომბრიდან

სპაინკორი საქართველოში ოქტომბრიდან

spinecore

2 ოქტომბრიდან იგეგმება ბრიტანელი სპეციალისტების 5 დღიანი ვიზიტი ჩვენს ცენტრში, რომელიც მიზნად ისახავს სქოლიოზის მკურნალობის დინამიური მეთოდის დანერგვას საქართველოში, იდიოპათიური სქოლიოზის მქონე ბავშვების შერჩევასა და დინამიური კორსეტით მკურნალობის პირველ ეტაპს.

მკურნალობის სრული კურსი გულისხმობს საშუალოდ 24 თვიან ციკლს (დინამიური კორსეტის მორგება და 8-14 სავარჯიშო ვიზიტი). ამ ეტაპზე მოხდება 2-4 ბავშვის შერჩევა (საკვალიფიკაციო მონაცემები წინასწარ იგზავნება ინგლისში).

SpineCor მკურნალობის დინამიური მეთოდი, რომელიც ეფექტურობით ბევრად (2-ჯერ) აღმატება ტრადიციულ, მყარი კორსეტით მკურნალობის მეთოდს, მოწოდებულია ხერხემლის 15 – 50 ° გამრუდებების საკორექციოდ ბავშვებში  5 წლის ასაკიდან და მოზრდილებში.

მეთოდის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მყარი კორსეტისგან განსხვავებით, დინამიური კორსეტი არ ზღუდავს ბავშვის ბუნებრივ განვითარებასა და მოტორიკას და არ იწვევს კუნთების ატროფიას.
იგი წარმოადგენს სპეციალური ქსოვილით დამზადებული ღვედების სისტემას, რომელიც ააქტიურებს კუნთების სამიზნე ჯგუფს და ხელს არ უშლის ჩვეულ მოძრაობებს.

ჩვენებები:

  •  დიაგნოზი: იდიოპათიური სქოლიოზი
  •  ასაკი: 5 +
  •  საწყისი კობის კუთხე ≥ 15°, თუ არის პირველი რიგის ოჯახური ანამნეზი, ან 5°-ანი მატება ბოლო 6 თვის მანძილზე
  •  საწყისი კობის კუთხე ≤ 50°
  •  რისერი 0, 1 , 2 ან მენარხეს წინარე პერიოდი

რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ 15 სექტემბრამდე. მკურნალობა ფასიანია.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სპაინკორის ვებ-გვერდს: http://www.spinecor.com/Home.aspx

დაგვიკავშირდით ნომერზე:577 79 19 94