Home » პროთეზირება » ქვედა კიდურის პროთეზირება

ქვედა კიდურის პროთეზირება

ქვედა კიდურის პროთეზირებისთვის გამოიყენება თანამედროვე – მოდულური ტექნოლოგია, რომელიც იყენებს ოტო ბოკისა და სხვა ანალოგიური მწარმოებლების კომპონენტებს. სტანდარტული კომპლექტაცია გულისხმობს სახსრიან ტერფს, მექანიკურ მუხლს, უჯანგავი ლითონის ადაპტორულ სისტემას და ლამინაციურ ბუდეს. შესაბამისი დაფინანსების არსებობისას კომპლექტაცია შესაძლოა თქვენი სურვილის მიხედვით ნებისმიერად შეიცვალოს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამ დარგში მსოფლიოს ყველა წამყვან კომპანიასთან.
პროთეზირებისთვის სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად პაციენტმა ან მისმა ოჯახის წევრმა შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარადგინოს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების სააგენტოში.
თუ თქვენთვის ეს პირველი პროთეზია, პროთეზირებამდე დაგჭირდებათ, როგორც საერთო ფიზიკური, ასევე ტაკვის წინასწარი მომზადება (იხილეთ).
საპროთეზო კომპონენტების შერჩევისას ჩამოსატვირთ ფაილებში მითითებული ვარიანტები დაგეხმარებათ:


მუხლს ზედა პროთეზირება

მუხლს ქვედა პორტეზირება