Home » პროთეზირება » ტექნოლოგიები

ტექნოლოგიები

პროთეზირება ხორციელდება თანამედროვე ე.წ. “მოდულური” ტექნოლოგიით. კომპონენტების შერჩევა ხდება პაციენტის სურვილისა და ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით. გამოიყენება, როგორც “Otto Bock”-ის (გერმანია) კომპონენტები ასევე, სურვილისამებრ, მისი უფრო დაბალფასიანი ანალოგები. ტაკვის მიმღები ბუდის დამზადება ხდება თერმოფორმირებით ან ლამინაციით. მივმარათავთ ეწ. სრული კონტაქტის, ზოგ შემთხვევაში კი – კვადრილატერალურ მეთოდს. პროთეზის ფიქსაციისთვის ძირითადად ე.წ. ვაკუუმ-დაკიდება გამოიყენება, თუმცა იშვიათად სპეციალური ქამრის გამოყენება ხდება საჭირო.
სათანადო დაფინასების მოძიების შემთხვევაში, შეგიძლიათ მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე საპროთეზო კომპონენტების მეტად მრავალფეროვანი არჩევანით ისარგებლოთ. გთხოვთ იხილოთ: ქვედა კიდურის პროთეზირება    ზედა კიდურის პროთეზირება