Home » პროთეზირება

პროთეზირება

პროთეზირება ხორციელდება თანამედროვე ე.წ. “მოდულური” ტექნოლოგიით. კომპონენტების შერჩევა ხდება პაციენტის სურვილისა და ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით. გამოიყენება, როგორც “Otto Bock”-ის (გერმანია) კომპონენტები ასევე, სურვილისამებრ, მისი უფრო დაბალფასიანი ანალოგები. ტაკვის მიმღები ბუდის დამზადება ხდება თერმოფორმირებით ან ლამინაციით. მივმარათავთ ეწ. სრული კონტაქტის, ზოგ შემთხვევაში კი – კვადრილატერალურ მეთოდს. პროთეზის ფიქსაციისთვის ძირითადად ე.წ. ვაკუუმ-დაკიდება გამოიყენება, თუმცა იშვიათად სპეციალური ქამრის გამოყენება ხდება საჭირო.
სათანადო დაფინასების მოძიების შემთხვევაში, შეგიძლიათ მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე საპროთეზო კომპონენტების მეტად მრავალფეროვანი არჩევანით ისარგებლოთ.

ჩვენ დაგეხმარებით, როგორც მაკომპლექტებელი კომპონენტების შერჩევაში, ასევე, თქვენი სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია მოგიმზადოთ ქეისი მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან მიმართვისთვის, დაგეხმაროთ მათთან კომუნიკაციაში და მოგაწოდოთ ინფორმაციას მათი მომსახურების სრული პაკეტის შესახებ.