ხშირად დასმული კითხვები

თითქმის ყველა, ვისაც კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა, განიცდის დეპრესიას მოკვეთილი კიდურის გამო. ეს ბუნებრივია, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ამგვარი გამოწვევის წინაშე დგას ადამიანების დიდი ჯგუფი და თქვენ არ ხართ ერთადერთი ვისაც უწევს მასთან გამკლავება. აბსოლუტური უმრავლესობა პაციენტებისა კი წარმატებით გადის ადაპტაციას ახალ რეალობასთან და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას.

ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ არ განმარტოვდეთ საკუთარ პრობლემებთან, ღიად ისაუბროთ მათზე სხვებთან და, ასევე  სხვათა გამოცდილებაც გაიზიაროთ. საპროთეზო რეაბილიტაციის პროცესი ამგვარი კომუნიკაციის კარგ შესაძლებლობას იძლევა.

ახლობლების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს. თუ გრძნობთ, რომ გიჭირთ დამოუკიდებლად გამკლავება ამ მდგომარეობასთან, სპეციალისტს  მიმართეთ დახმარებისთვის. იგი მოგცემთ რჩევას, თუ როგორ გაუმკლავდეთ სტრესს, დეპრესიასა თუ შფოთურ მდგომარეობას.

ეს დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ტაკვის მდგომარეობაზე, მცდარია გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს პროტეზირება ამპუტაციდან მინიმუმ 6 თვის შემდეგ უნდა დაიწყოს. პირიქით, რაც უფრო ადრე მოხდება ხელოვნური კიდურის მორგება, მით მეტია წარმატების შანსი. ნაოპერაციები არის სრულ შეხორცებამდე, ცხადია, ქირურგის მკურნალობა და მეთვალყურეობაა  საჭირო. საპროტეზო რეაბილიტაცია შესაძლებელია დაიწყოს პოსტოპერაციული პერიოდის დასრულებისთანავე, ანუ ქირურგიული ოპერაციით გამოწვეული პრობლემების ალაგებისთანავე. თუ ჭრილობა დროულად შეხორცდა და პაციენტის აქვს სათანადო ფიზიკური კონდიცია, პროთეზირება ამპუტაციდან 2 თვეშიც შესაძლებელია. ეს საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ ხანგრლივი წოლითი რეჟიმით გამოწვეული ისეთი არასასურველი გართულებები, როგორიცაა სახსრების კონტრაქტურა (მოძრაობის შეზღუდვა სახსარში), ჰიპოდინამიით გამოწვეული ზოგადი პრობლემები და სხვა.  

უმჯობესია არ გადადოთ პირველადი კონსულტაცია, რათა შეფასდეს თქვენი მდგომარეობა და შეირჩეს თქვენთვის საჭირო ორთოპედიული მოწყობილობის ტიპი. პირველადი კონსულტაციისას, თქვენ ასევე მიიღებთ ინფორმაციას პროთეზის ტიპების შესახებ, თუ როგორ მოემზადოთ პროთეზირებისთვის, თუ როგორ მოიძოთ სახელმწიფო დაფინანსება და ა.შ. ეს სერვისი ჩვენს ცენტრში უფასოა.

იმისათვის რომ შესაძლებელი გახდეს პროთეზის კარგად მორგება და მისით უსაფრთხო და ბუნებრივი სიარული, მნიშვნელოვანია ფლობდეთ სათანადო კუნთურ ძალას,  სახსრების მოძრაობის სიფართე არ უნდა იყოს შეზღუდული და ტაკვის მდგომარეობა უნდა იყოს შესაბამისი პროთეზირებისთვის. ყოველივე ამისთვის საჭიროა პროფესიონალი  სპეციალისტების მიერ პროთეზირებამდე ჩატარდეს სპეციალური ფიზიკური რეაბილიტაცია.
პროთეზირებამდელი რეაბილიტაცია დაახლოებით 4 – 6 კვირა გრძელდება. იგი გულისხმობს სპეციალური ვარჯიშების შესრულებას, კომპრესიულ თერაპიასა და სხვა ჩარევებს საჭიროების მიხედვით. ამ პერიოდში ასევე მნიშვნელოვანია შესაძლო გართულებების პრევენცია.

ზოგადი რჩევები:

თუ ამის საწინააღმდეგო ჩვენება არ არის, სასურველია, 2-3-ჯერ დღეში პაციენტი დაწვეს მუცელზე 20-30 წუთის განმავლობაში. დღის განმავლობაში ხანგრძლივი ჯდომისას მას შესაძლოა განუვითარდეს მოხრითი კონტრაქტურები, რაც ართულებს პროთეზირებას. მუცელზე წოლის დროს, კი სახსრები გამართულ მდგომარეობაშია.

  • კონტრაქტურის პრევენციისთვის მიშვნელოვანია საწოლში ტაკვის სწორი პოზიცია, მუხლისა  და მენჯ-ბარძაყის სახსრები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, ჯდომის დროს, კი წვივის ტაკვი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურად.

სწორი პოზიციები:


    • პაციენტმა, როგორც კი შეძლებს, უნდა დაიწყოს ყავარჯნებით ან სასიარულო ჩარჩოს („ჭოჭინის“) დახმარებით გადაადგილება.
    • პროთეზირება ტექნიკურად შესაძლებელი, რომ გახდეს, პაციენტმა ტაკვზე უნდა ატაროს კომპრესიული ნახვევი ან ტაკვის სპეციალური კომპრესიული წინდა. ეს მოუხსნის შეშუპებას,  ტაკვს მისცემს სასურველი ფორმასა და სტაბილურ მოცულობას. ნახვევის ტარება ტაკვზე სასურველია გაგრძელდეს პროტეზირების დაწყებამდე.
    • ელასტიური ბანდით ნახვევის დადების წესი:  ნახვევის მიმართულება უნდა იყოს დიაგონალური, სასურველია  8-სებრი ნახვევის დადება. ბანდი ბოლომდე არ უნდა  დაჭიმოთ დახვევის დროს, რომ არ გამოიწვიოთ სისხლის მიმოქცევის შეფერხება. ნახვევი შეიძლება ატაროთ დღისითაც და ღამითაც. დღის განმავლობაში სასურველია ნახვევის რამდენჯერმე მოხსნა და ხელახლა დახვევა. ნახვევი არ უნდა იწვევდეს ტაკვის არეში ტკივილს!

დამწოლი ნახვევის დადება მუხლსქვედა ტაკვზე

დამწოლი ნახვევის დადება მუხლსზედა ტაკვზე

  • პროთზირებამდე რეკომენდებული ვარჯიშები

პაციენტმა უნდა ჩაიტაროს ვარჯიში კუნთური ძალის გაძლიერებისთვის  და სახსრებში ნორმალური მოძრაობის სიფართის აღსადგენად, ასევე ბალანსისა და კოორდინაციის გაუმჯობესებისთვის.

ვარჯიშის სწორად შესრულება უნდა შეძლოთ დამოუკიდებლადაც. ეცადეთ ივარჯიშოთ რეგულრულად: ვარჯიშის  პროგრამა, რომელიც შეიძლება ჩაატაროთ  სახლის პირობებში  დამოუკიდებლად:

ვარჯიში მუხლქვედა ამპუტაციის მქონე პაციენტებისთვის

ვარჯიში მუხლზედა ამპუტაციის მქონე პაციენტებისთვის

პირველადი პროტეზირების პროცესი გრძელდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. ეს ინსტიტუციური პროცესია – უნდა ჩატარდეს საპროთეზო ორთოპედიულ ცენტრში. მცდარია მოსაზრება, თითქოს სრულფასოვანი პროთეზირების განხორციელება სახლის პირობებშიც შესაძლებელია. საპროთეზო რეაბილიტაცია კომპლექსურია, გულისხმობს სხვადასხვა პროფილის პროფესიონალის ჩართულობასა და სპეციალური ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის არსებობას. იგი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: პაციენტის შეფასება, დანიშნულების განსაზღვრა, ზომების აღება და ყალიბის დამზადება, პროთეზის მორგება და ადაპტაცია, სასიარულო ვარჯიში – ფიზიოთერაპია.

ეს დამოკიდებულია როგორც ობიექტურ ფაქტორებზე – პაციენტის ასაკი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, კიდურის ამპუტაციის დონე, ასევე, მნიშვნელოვანია პაციენტის მოტივაცია და აქტიური პოზიცია. მისი სათანადო ნების, ძალისხმევისა და მიზანსწრაფვის გარეშე, რაც არ უნდა ძლიერი „მხარდამჭერთა“ გუნდი უნდა ჰყავდეს გარშემო, შედეგი ვერ მიიღწევა. შემთხვევათა უდიდეს უმრავლესობაში საპროტეზო ორთოპედიული რეაბილიტაციის პროცესი წარმატებულია და მთავრდება პაციენტის მობილურობის აღდგენით.

ზოგ შემთხვევაში პაციენტს აღენიშნება ფანტომური ტკივილი ან შეგრძნება. მაგალითად არ არსებული კიდურის ნაწილში მოჭერის შეგრძნება და სხვა. თუ ეს ძალიან შემაწუხებელია მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს დახმარებისთვის, უმრავლეს შემთხვევაში  ფანტომური ტკივილი მცირდება და გაივლის ხოლმე პროთეზით სიარულის დაწყების შემდეგ.