Home » პაციენტთათვის » სახელმწიფო პროგრამები

სახელმწიფო პროგრამები

საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად პაციენტმა ან მისმა ოჯახის წევრმა ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები უნდა წარადგინოს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების სააგენტოში მისამართზე: წერეთლის გამზ. 144.
საბუთების ჩამონათვალი:

ა) პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია;

ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში – პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი;

გ) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი – დაბადების მოწმობა და მისი ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);

დ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი (გარდა 3 წლამდე ასაკის ბავშვების ორთეზის საჭიროებისას);

ე) პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, სადაც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული საპროთეზო-ორთოპედიული საშუალების საჭიროება შესაბამისი საქონლის (მომსახურების) სახეობის მითითებით;

ვ) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები რეგისტრირებული უნდა იყვნენ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში.

ამ დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, სააგენტოში დგება იმ პაციენტთა სია, რომელთაც თანხმობა ეთქვა დაფინანსების მიღებაზე. ეს სია ეგზავნებათ სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებს, ხოლო პაციენტებს კი ბინაზე ეგზავნებათ ვაუჩერი. ამის შემდეგ უკვე შესაძლებებლი ხდება პროთეზირების დაწყება. სახელმწიფო დაფინანსების ლიმიტი ერთი პაციენტისთვის დამოკიდებულია საპროტეზო-ორთოპედიული ნაწარმის სხეობასა და ბენეფიციარის სტატუსზე

6. ვაუჩერი ფინანსდება კომპონენტით განსაზღვრული საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში (იხილეთ ქვემოთ).

ამასთან:

ა) ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით ფინანსდებიან:

ა.ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;

ა.ბ) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;

ა.გ)  „ომისა და  სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;

ა.დ) პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 100 000-ს;

ბ) დანარჩენი ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 90%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 90 %-ით.

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის

(მომსახურების) სახეობა

დაფინანსების ლიმიტი
(ლარებით)

I. პროთეზირება

1. ქვედა კიდურის პროთეზირება

1.1. პროთეზი ტერფის ნაწილობრივი ამპუტაციისას და კოჭ-წვივის სახსარში ამოსახსვრისას ლამინირებით

1000

1.2. მუხლს ქვედა პროთეზი

1.2.1. მუხლს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით, 2 სილიკონ ლაინერით, საჭიროების შემთხვევაში – ჩამკეტით. 18-თვიანი გარანტიით

2900

1.2.2. მუხლს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით  სილიკონ ლაინერის გარეშე

1790

1.2.3. მუხლს ქვედა პროთეზი ხის კვანძით – ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებით და ლითონის კარკასით

1500

1.3. პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას

1.3.1. მოდულური პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას ლამინაციური ბუდით 2-წლიანი გარანტიით

3300

1.4. მუხლს ზედა პროთეზი

1.4.1. მუხლს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით, მუხლის სახსრით, 2  სილიკონ ლაინერით, საჭიროების შემთხვევაში, ჩამკეტით, 18 თვიანი გარანტიით

3950

1.4.2. მუხლს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით სილიკონ ლაინერის გარეშე

2780

1.4.3. მუხლს ზედა პროთეზი ხის კვანძით – ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებით და ლითონის კარკასით

1500

2. ზედა კიდურის პროთეზირება

2.1. იდაყვს ზედა პროთეზი

2.1.1. იდაყვს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით

3340

2.2. იდაყვს ქვედა პროთეზი

2.2.1. იდაყვს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით

2500

2.2.2. ხელის მტევნის (კოსმეტიკური) პროთეზი უცხოური წარმოების კვანძით

1300

II. ორთეზირება

1. ტერფის ორთეზი კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით

140

2. ორთეზი მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით

840

3. მუხლის ორთეზი

700

4. ორთეზი მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრების ჩართვით

990

5. ორთეზი იდაყვს ქვედა

100

6. ორთეზი იდაყვის სახსრის ჩართვით

180

7. ორთეზი კისრის დონეზე

150

8. ორთეზი გულ-მკერდ-წელის დონეზე

700

9. ორთეზი წელის დონეზე

575.

უფრო ძვირადღირებული მომსახურების მიღება შესაძლებელია ფასთა სხვაობის დაფარვის შემთხვევაში.